ხელვაჩაურში საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა

პოლიცია

ხელვაჩაურში, 41-ე საარჩევნო უბანზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, კაცი სოფელ ჩიქუნეთის მკვიდრი იყო, უბანზე ხმის მისაცემად მივიდა. შენობიდან გამოსვლის დროს კი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მამაკაცს სავარაუდოდ გულის შეტევა განუვითარდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყების განმარტებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

დაწერე კომენტარი