“ხელები შორს ათეისტების ფულებისგან” – დავით ჩუთლაშვილი

“მწვანე სოლიდარობის მოძრაობის” დამფუძნებელი, დავით ჩუთლაშვილი სოციალურ ქსელში საპატრიარქოს დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

cyc

“მე რატომ უნდა ვაფინანსებდე საპატრიარქოს ჩემს მიერ გადახდილი გადასახადებიდან, როცა ღმერთი არ მწამს? შემოვიღოთ ნებაყოფლობითი საეკლესიო გადასახადი და ვისაც სურვილი აქვს, ჩამოეჭრას საკუთარი შემოსავლებიდან განსაზღვრული თანხა იმ კონფესიის საკეთილდღეოდ, რომელსაც ეს ადამიანი თავს მიაკუთვნებს. ან რავი, სულაც საკუთარი სახლებიდან გამოსახლდნენ მორწმუნეები და მთელი ქონება ეკლესიას შეწირონ, რა ჩვენი საქმეა?  ხელები შორს ათეისტების ფულებისგან.” – წერს დავით ჩუთლაშვილი პირად facebook გვერდზე.

რეკლამა

დაწერე კომენტარი