ხდებოდა პოლიციელების ცემა -ტყეპა – კალაძე 20 ივნისის აქციაზე

კალაძე

სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ დედა ვაგინოთ ერთმანეთს და თავზე დავახუროთ ყველაფერი – აცხადებს კახა კალაძე.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების განცხადებაზე, რომ შს მინისტრმა ტყუილი თქვა აქციის მონაწილეების წინასწარ გაფრთხილებაზე აქციის დაშლასთან დაკავშირებით და გაფრთხილება თბილისის მერიის ვალდებულება იყო, კალაძე ჟურნალისტებს ასე პასუხობს: 

„მე კითხვას შემოგიბრუნებთ. რატომ დაიწყო შტურმი პოლიციაზე სახელმწიფოში უპირველეს ინსტიტუტზე? მეორე კითხვას დაგიბრუნებთ – გაქვთ კანონში ჩახედილი, იცით, როგორ არის ეს, როგორ ხდება ზოგადად? არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. შეიძლება, ყველამ არ ვიცოდეთ ყველა კანონი, არც მე ვიცი ყველა მათგანი, მაგრამ გეტყვით, როგორ ხდება: როდესაც დაგეგმილია აქცია, 5 დღით ადრე ხდება შეტყობინება დედაქალაქის მუნიციპალიტეტისთვის. შესაბამისად, მერია გამოყოფს წარმომადგენელს და აქვს კომუნიკაცია თვითონ მომიტინგეებთან, ვინც აქციას აწყობს და როდესაც ხდება დაშლა, წინასწარ ხდება გაფრთხილება. რაც შეეხება იმას, რაც მოხდა და უმძიმესი იყო. აქცია იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი და ამ ქვეყანაში ყველას, ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეს, აქვს უფლება და შესაძლებობა იმისა, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრებები მშვიდობიანი ფორმით, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. ის, რაც ხდებოდა და დაიწყო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან – მოწოდებები პარლამენტში შევარდნაზე, შტურმზე და ა.შ. იყო ძალიან მძიმე. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ასევე ის, თუ მერე როგორ განვითარდა მოვლენები, ასევე, დაშავებული ადამიანები, რაც ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვეთვის ყველაზე მთავარი ახლა მათი ჯანმრთელობაა, რომ მოვუაროთ ამ ადამიანებს… რა დავარქვათ იმას, როდესაც ხდებოდა პოლიციელების პირდაპირი მნიშვნელობით ცემა-ტყეპა, გამოყვანა? პოლიცია იდგა და ერთი ნაბიჯი არ ყოფილა გადადგმული. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებები. როგორც ხელისუფლებას აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გარკვეული, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ასევე, პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციას. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს, სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ დედა ვაგინოთ ერთმანეთს და თავზე დავახუროთ ყველაფერი“, – განაცხადა კალაძემ.

პოპულარული

რატომ არ ატარებენ ქალები ბიუსტჰალტერებს 13 ოქტომბერს
დაპირისპირება ვაკეში - ტაქსისტი უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა
"იძულებულ გახადეს ჩემი ძმა, დედაბუდიანად არიან ბო*ები და გათახსირებულები" - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის და (ვიდეო)
"არ დამნებდები და ჩაჯდები ციხეშიო..." - სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებლი "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი