ხაშურში მამაკაცი დაჭრეს – მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული

ხაშურში, ცხოველთა თავშესაფრის თანამშრომელი, დაჭრეს. ვეტექიმს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მისი მეგობარი ქალის ძმამ დაჭრა. მომხდარს კი, წინ კონფლიქტი უძღოდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილმა ქალზე ფიზიკურად იძალადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია. მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პოპულარული

სკანდალი ვანოს შოუში - სტუდიაში "ინაშვილი" და "კვიციანი" შეიჭრნენ (ვიდეო)
ამბავი, რომელმაც ქართული ფეისბუკი შეძრა - დედას, რომელმაც ჩვილი გაჭირვების გამო მიატოვა, დახმარებას სთავაზობენ
21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ძლიერი ქარი, სეტყვა, შტორმი და თოვლჭყაპი - საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება
დაწერე კომენტარი