ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის შესაძლებელ

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა შესაძლებელი.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ80-კმ96 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი