“ხატები თავზე დაახიეს ბიჭებს” – სტამბოლის ციხეში საქართველოს 150 მოქალაქე შიმშილობს

ციხე

“თურქეთში, სტამბოლის ციხეში 150-მდე საქართველოს მოქალაქე შიმშილობს. პატიმრების ოჯახის წევრები დახმარებას ითხოვენ. პატიმრები დიპლომატიურ წარმომადგენლებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ციხეში არსებულ მძიმე ვითარებას აღწერენ.

პატიმრების მეუღლეები აცხადებენ, რომ დაკავებულებს საკვებს არ აძლევენ. მეტიც მათ ერთმანეთთან კომუნიკაციის უფლებაც შეზღუდული აქვს.

მალტეპეს ციხიდან პატიმრებმა ოჯახთან დაკავშირება შეძლეს და დახმარება ითხოვეს.

“4 დღეა საჭმელი აღარ შეაქვთ, 150 ქართველი პატიმარი შიმშილობს. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა სალოცავი კუთხის არსებობაა. საელჩოში განცხადება შევიტანეთ, გვეუბნებიან რომ შევლენ თუმცა 4 დღეა უშედეგოდ ველოდეთ. პატიმრები საქართველოდან ელოდებიან დახმარებას, თუმცა საელჩოდან არავინ მიდის”- აცხადებს ერთ-ერთი პატიმრის მეუღლე.

კიდევ ერთი ქართველი მსჯავრდებულის ცოლი ყვება, რომ პატიმრებს საკანში არსებული ხატები “თავზე დაახიეს”.

“თავიანთი სალოცავი კუთხე ჰქონდათ მოწყობილი და რომ იტყვიან დაურბიეს. შიმშილობა დაუწყიათ, ნორმალური საკვები არ არისო… მოთხოვნებზე კაციშვილი ყურადღებას არ აქცევს.რადგან შიმშილობა გამოაცხადეს საჭმელი აღარ მიაქვთ – მაინც არ ჭამთო. სხვადასხა ნომრებიდან ვრეკავთ საელჩოში, თუმცა რეაგირება არ აქვთ. კი, დამნაშავეა, სასჯელს იხდის, თუმცა ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ კაცი მოკლა?! მათ ელემენტარული მოთხოვნა აქვთ, სალოცავი კუთხე და ნორმალური საკვები უნდათ”- აღნიშნა “კურიერთან” პატიმრის მეუღლემ.

პოპულარული

უცნაური საახალწლო ტრადიციები, რომელთა შესახებაც წარმოდგენაც არ გაქვთ
დაპირისპირება პარლამენტში - დაჩი ბერაიამ რომან გოცირიოძეს წიხლი დაარტყა
საპროტესტო ხსნარი - რა ნივთიერება გამოიყენეს პარლამენტში, რომელიც ევაკუაციის მიზეზი გახდა
უმძიმესი ვიდეო - მანქანამ, რომელიც პარლამენტის შენობაში შედიოდა, პოლიციელს გადაუარა
დაწერე კომენტარი