
ხარკივის მერის, იჰორ ტერეხოვის თქმით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი – ხარკივი ინტენსიური დაბომბვის ქვეშაა.
“დიდი აფეთქებებია, რუსეთის ფედერაცია გააფთრებით ბომბავს ქალაქს,” – განაცხადა ტერეხოვმა.
ტერეხოვის თქმით, დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში რჩება, ხოლო მოსახლეობის დაახლოებით 30% ევაკუირებულია, ძირითადად ქალები, ბავშვები და მოხუცები.