ძლიერი ხანძარი საბერძნეთში – ხალხს სასტუმროები და სანაპირო დააცლევინეს

 საბერძნეთის კუნძულ სამოსზე 1000-მდე ტურისტის და ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა.

„ბიბისის” ცნობით, ამის მიზეზი მასშტაბური ტყის ხანძრები გახდა. ტურისტები სასტუმროებიდან და სანაპიროებიდან გაიყვანეს.

გასულ უქმეებზე 700 მეხანძრე ცდილობდა ქვეყანაში არაერთი ხანძრის კერის ლოკალიზებას. ერთ-ერთი ყველაზე რთული რეგიონი სწორედ კუნძული სამოსია, სადაც ცეცხლი სასტუმროებს მიუახლოვდა.

მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ხელს ქარიანი ამინდი უშლის. ქვეყნის სამოქალაქო დაცვის სამსახურის განცხადებით, ხანძრების მაღალი რისკია სამხრეთით მდებარე პელოპონესის რეგიონში.

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი