
ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, აგლაძის ქუჩაზე საწყობში ხის მასალა დაიწვა. ხანძრის ამსახველ ვიდეომასალას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 17 -მა სახანძრო -სამაშველო ჯგუფმა იმუშავა.
წყარო: პირველი რადიო