ხანძარი “გალერეა თბილისში” – სავაჭრო ცენტრი ამ დრომდე პარალიზებულია

ხანძრის შემდეგ, „გალერეა თბილისი“ ამ დრომდე პარალიზებულია. სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები დილიდან შენობასთან არის შეკრებილები, თუმცა მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.  ცეცხლის გაჩენის მიზეზის დასადგენად „გალერეა თბილისის“ ადმინისტრაცია ადგილზე სპეციალისტების მისვლას ელოდება.

ჯერჯერობით გაურკვეველია როდის განაახლებს ფუნქციონირებას სავაჭრო ცენტრი.

ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ გალერეა თბილისში“ გვიან ღამით გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის ერთ-ერთ გამწოვს მოედო, რის შემდეგაც კვამლი მთლიან შენობაში გავრცელდა. შენობიდან ხალხის ევაკუაცია სწრაფად განხორციელდა.  მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

პოპულარული

"სპართან" თავდასხმის შედეგად დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
ხორავას ქუჩის ტრაგედია გაცოცხლდა: "დანის პირზე დავადე ხელი..." - დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულს შესაძლოა სასჯელი შეეცვალონ
მორიგი უხერხულობა და პრემიერის გარემოცვის მიერ დამალული ინფორმაცია - დავოსში ჩასულ გახარიას პროპორციული არჩევნების დაპირება შეახსენეს
საოცრად მომხვიბვლელი მონიკა ბელუჩი - 55 წლის მსახიობი პარიზის Fashion Week-ზე
დაწერე კომენტარი