„კარფურში“ ხალხს წამლავენ… ვრისკავ სამსახურის დაკარგვით…“

ვიცი, რომ ვრისკავ სამსახურის დაკარგვით – რომ გამიგონ, მე მოგაწოდეთ ინფორმაცია, გამაგდებენ… თქვენთან კონკრეტულად ამ საკითხზე რამოდენიმე თვის წინ წავიკითხე სტატია და იმედი გამიჩნდა, რომ რაიმე შეიცვლებოდა, მაგრამ ყველაფერი ძველებურად გრძელდება და ყელში ამოვიდა და მწყობრიდან გამოგვიყვანა ამ ხალხის და „კარფურის“ უტიფრობამ – მერამდენედ წამლავენ ხალხს, ჩვენ კი უძლურები ვართ და ჯოხიც ჩვენზე ტყდება,“ – ამის შესახებ იმ წერილშია ნათქვამი, რომელიც „ნიუპოსტმა“ ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების თნამშრომლისგან ანონიმურად მიიღო.

როგორც „ნიუპოსტის“ ინკოგნიტო მკითხველი ამბობს, „კარფურს“ საქმიანობა რამდენჯერმე შეუჩერდა, მაგრამ მუშაობას მაინც აგრძელებს და დარღვევებს აჩუმათებს.

საქმე ეხება მზა პროდუქტებს, რომელმაც მოქალაქეების მოწამვლა გამოიწვია. გარდა ამისა, ჩვენს მიერ მოპოვებულ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ შპს ,,გურმანი“, რომელიც ,,კარფურს“ მზა პროდუქტებს აწვდის, ცხელი კერძების გადამამზადებელ სააქმროს შეუჩერდა საწარმოო პროცესი, კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე. მიეცა რეკომენდაციები და გონივრული ვადა.

loading…

პოპულარული

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეგულაციებზე
დაწერე კომენტარი