“ხალხო, თუ არ გინდათ ნახოთ ჯერ არნახული “სანახაობა” არასოდეს შეხვიდეთ საკონდიტრო “ლიკაში”

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მომსახურების სფეროში არსებულ პრობლემაზე, უხეშ და უზრდელ პერსონალზე წერს. აღნიშნულ პოსტს “სივაისი” უცვლელად გთავაზობთ:

“მოკლედ, ნახალოვკაში ვცხოვრობ და იქვე სახლთან ახლოს არის “საკონდიტრო ლიკა”. რამდენიმე პროდუქტი მართლაც გემრიელი აქვთ, ამიტომ ხშირად ვიდულობ ხოლმე. საკინდიტროს “ფეისბუქ” გვერდზე ხშირად შემხვედრია კომენტარები ძალიან უზრდელი პერსონალო ყავსო და ამაში დღეს დავრწმუნდი.

შევედი “ლიკაში” და მინდოდა მეყიდა ცომეული და ტკბილი. რაგადანაც ბარათით ვიხდიდი კონსულტნტს სახელად მაკას, ვუთხარი აქედან ლობიანს ავიღებ და ერთად გადავიხი-მეთქი. არაო მიყვირა. დავიტერესდი რატომ არ შეიძლებოდა მეყიდა ლობიანი და ნამცხვარი და გადამეხადა ერთად, როცა ზუსტად 2 დღის წინ ანალოგიურად სხვა სექციიდან აღებული წყალი (ლიმონის სნო) ადამიანმა ტკბილეულების სექციაში გადაიხადა ისე, რომ სწორედ მაკა იდგა აღნიშნულ სექციაში და არაფერი უთქვამს მისთვის. “მოკლედ, რომ ვუთხარი ხო იხდის ხალხი ასე და ჩემთვის რატომ არ შეიძლება-მეთქი, გააფართოვა თვალები იღრიალა: თქვენ ვერ გაგაგებინეთ, ვერა ასე გადახდა არ შეიძლებაო, არაო. ერთი კი ვუთხარი უკიდურესად უზრდელი ხართ მაკა-მეთქი. ძაან ცუდი გოგო ხარო მომაძახა. კონსულტანტად მეც მიმუშავია, თუ კი რამე არ შეიძლებოდა ყოველთვის ძალიან ადამიანურად, ზრდილობიანად ვუხსნიდი მომხმარებელს. თუ კი გამონაკლისებს ვუშვებდით იმასაც ვეუბნებოდი, რომ გაურკვევლობაში არ ჩამეგდო ვინმემ. ამ გოგომ კიდე ისე უხეშად და შემზარავად იბღავლა მეგონა გასკდებოდა. ხალხო თუ არ გინდათ ნახოთ ჯერ არ ნახული “სანახაობა” და არაადამიანურად უზრდელი, თავხედი პერსონალი არასოდეს შეხვიდეთ “საკონდიტრო ლიკაში” – წერს ჟურნალისტი თამარა სანაძე სოციალურ ქსელში. ჩვენ დავინტერესდით საკონდიტრო ლიკას “ფეისბუქ” გვერდით. იქ მართლაც მრავლადაა უკმაყოფილო მომხმარებლის მსგავსი კომენტარები: ” თავხედი და უზრდელი მომსახურე პერსონალი, შეკვეთას აძლევდე, ეზარებოდეთ და პასუხად ( არ შემჭამეს)?!ცუდი არ იქნებოდა ქ-ნ ლიკას ყურადღება მიექცია და დაეტრენინგებნა თავისი თავხედი კონსულტანტები!!! თქვენთან აღარასოდეს მოვალ და ყველას ვეტყვი რომ უბანძესები და არაპროფესიონალები ხართ!!! ” – წერს თიკო ჯამრიშვილი. “უსაზიზღრესი პერსონალი და საშინელი ნაცხვრები, მართლაც არავის ვურჩევ” – მსგავს კომენტარებს მრავლად ნახავთ “ლიკას” გვერდზე.

დაწერე კომენტარი