ხაზარაძე ხელისუფლების გეგმებს ანგრევს – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი

„ხელისუფლებამ თავისი ბრიყვული ქმედებებით მის მიმართ, პრინციპში, სხვა გზა არ დაუტოვა ხაზარაძეს, ანუ კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი მაზოხისტური ბუნება, როდესაც საკუთარ პრობლემას თვითონვე წარმოშობს ხოლმე,“ – ამ განცხადებით, ექსპერტი გია ხუხაშვილი, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, შექმნას საზოგადოებრივი მოძრაობა.

გია ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოებაში დასაყრდენი დაკარგა და ამიტომ, ფიქრობს, რომ არჩევნები იყიდოს. მისი შეფასებით, “თიბისი ბანკის” დამფუძნებელი ხელისუფლების გეგმას ანგრევს.

„პოზიტიურად ვუყურებ ამას ყველაფერს, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას საზოგადოებაში საყრდენი დაკარგული აქვს. შესაბამისად, ის ფიქრობს, რომ არჩევნები კი არ მოიგოს, არჩევნები იყიდოს. არჩევნები რომ იყიდო, ამისთვის უნდა მოახდინო რესურსების მონოპოლიზაცია. ხაზარაძე, როგორც ალტერნატიული რესურსების ცენტრი, მათ ამ მთელ გეგმებს, ფაქტობრივად, ანგრევს და პოლიტიკურ სივრცეს ხსნის, რაც სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. ხაზარაძის მთავარი პარტნიორი „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე იქნება.

პოპულარული

"ოპააა კუკური... დაასკდი... 26 წლის ბიჭი მყავს... ეწევა კიდევაც, მაგრამ ტრაკს არ აძლევს... დედა მოტ***ბო თქვენ" - "ოცნების" აქტივისტი ქალები (ვიდეო)
ნუცა ბუზალაძემ ყველა დაჩრდილა - გოგონას სუპერსექსუალური ცეკვა, რომელმაც უამრავი კომპლიმენტი მიიღო (ვიდეო)
ჩხრეკა არასამთავრობოების ოფისებში - ხელისუფლება გიგა ბოკერიას, ბათუ ქუთელიას და დავით სიხარულიძის წინააღმდეგ მტკიცებულებებს აგროვებს და დაკავებების მორიგი სერიისთვის ემზადება
პატარა ბერუკა ბებისა და ბაბუასთან - ბერუკას ახალი ფოტოები
დაწერე კომენტარი