ჭრილობები სახესა და ხელებზე – რა წერია ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნაში

რაზმაძეები

ლიბიაში დაღუპული მეზღვაური – „კურიერმა“ მოიპოვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძის ცხედარს ჩაუტარდა.

23 წლის დავით რაზმაძის ცხედარი ზღვაში, ხელებშეკრული ჯერ კიდევ იანვარში იპოვეს. მისი სიკვდილის ნამდვილი მიზეზი ლიბიაში ჩატარებულმა ექსპერტიზამ საეჭვოდ ვერ დაადგინა.

ქართულ მხარეს კი ცხედარი მხოლოდ რამდენიმე თვიანი დაგვიანების გადასცეს, რის გამოც სიკვდილის მიზეზის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

„სხეულის ხრწნის გამო სამწუხაროდ ვერ მოხერხდა სიკვდილის დროისა და იმის განსაზღვრა, გარდაცვალების დრო ემთხვევა თუ არა პოლიციაში შესულ შეტყობინებას. ამის გამო სიკვდილის მიზეზი განისაზღვრა დახრჩობით გამოწვეულად. დაზიანებები აქვს სახესა და შუბლზე, რომელიც მიღებულია მაგარი საგნით. ასევე აღენიშნება ჭრილობა წარბიდან ზემოთ, დაახლოებით, 4სმ-ში. ხოლო მაჯებზე დაზიანებები მიყენებულია ხელების ”თოკით” შეკვრისგან, სადაც ერთ მაჯაზე თოკი კარგად იყო მოჭერილი, მეორეზე – ცოტათი მოშვებული, რაც არ გამორიცხავს, რომ ქმედების განმახორციელებელმა, ყველაფერი განზრახ ჩაიდინა. სხეულის დეკომპოზიციის გამო ვერ მოხერხდა ვერც იმის დადასტურება, მოხდა თუ არა მსხვერპლის გაუპატიურება სიკვდილამდე“, – აღნიშნულია დასკვნაში.

პოპულარული

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი