“ჭკუიდან გადაიყვანა ნარკოტიკმა და ლოთობამ, დანით მოსდევდა” – როგორია ქმრის მიერ სასიკვდილოდ განწირული ქალის მდგომარეობა?

ქმრისგან სასიკვდილოდ განწირული 33 წლის თამარ (თაკო) ლომიძე ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ლომიძე ხაშურში, სალონში სტილისტად მუშაობს. 2 შვილის დედა ოჯახური პრობლემების გამო ქმარს გაშორდა. როგორც თანამშრომლები ამბობენ, შმაგი დოლიძე ცოლს სამსახურში სისტემატურად აკითხავდა და შერიგებას სთხოვდა.

24 მარტს ქმარმა სალონში ისევ მიაკითხა, სასაუბროდ ცოლ-ქმარი კოსმეტოლოგის კაბინეტში შევიდნენ. თვითმხილველების თქმით, ოთახიდან დასისხლიანებული თაკო გამოვარდა, მოძალადე ქმარი კი დანით მოსდევდა, არც თვითმხილველების შეშინებია და დაჭრილ ცოლს დანა ხალხის თვალწინაც რამდენჯერმე მოუქნია.

თაკო ლომიძეს 6 ჭრილობა აქვს მიყენებული, დაჭრილი იყო გულმკერდის არეშიც.

“შმაგი ჭკუიდან გადაიყვანა ნარკოტიკმა და ლოთობამ. არ ისვენებდა, სამსახურში აკითხავდა თაკოს, ეხვეწებოდა, შემირიგდიო, თაკო ერთადერთ პირობას უყენებდა, თუ გამოსწორდები, შეგირიგდებიო. როგორც გამოსწორდა, ყველამ ვნახეთ. შმაგი, როგორც ნარკომომხმარებელი, პოლიციაშიც იყო აღრიცხვაზე. ამ უბედურებამდე ნახევარი საათითადრე შმაგის თაკოს ძმისთვის დაურეკავს, სად ხარო? რაკი მან უთხრა, თბილისშიო, ეტყობა, გული მიეცა და გოგოს სამსახურში მიუვარდა”, – ამბობს თაკო ლომიძს ნათესავი “კვირის პალიტრასთნ”.

შმაგი დოლიძე იმავე დღეს დააკავეს და ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენეს. მან თავიდან დანაშაული აღიარა, მაგრამ შემდეგ დუმილის უფლება გამოიყენა და სასამართლო პროცესზე არც პროკურორისა და არც მოსამართლის კითხვისთვის პასუხი არ გაუცია.

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. შმაგი დოლიძისთვის წაყენებული ბრალი 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“კვირის პალიტრა”

პოპულარული

ივანიშვილი ფავორიტ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა - საბედისწერო ვახშამი, რომელსაც ლაშა ჟვანიას თანამდებობა შეეწირა
ბატიაშვილის ორმაგი სტანდარტი და არჩევნებს შეწირული ია კერზაია - უმძიმესი სურათი ზუგდიდის მე-11-ე სკოლაში (ფოტო,ვიდეო)
"ლევან ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები მისი მანქანიდან ამოიღეს" - ადვოკატი
„ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ, გადადით ლეიბორისტებში“ - დაპირისპირება პარლამენტში
საჯარო სექტორის უარი მთავრობას- „გაკვირვებულები ვართ, საპენსიო რეფორმიდან გასული 2 915 ადამიანიდან 2 650 საჯარო სექტორიდანაა“- სურგულაძე
"მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის... ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას" - ლევან ჯიბღაშვილი
"როცა გავიღვიძებ მექნება დიდი ტაკ...ბი" - თამო ვაშალომიძემ უკანალი გაიდიდა (ვიდეო)
თოვლი, ქარი და წვიმა - როდის გაუმჯობესდება ამინდი საქართველოში
მიწისძვრის გამო ცათამნჯენის აუზიდან წყალი ჩანჩქერივით გადმოიღვარა - შთამბეჭდავი სანახაობა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი