ჭიათურაში 29 წლის კაცი გაქრა – “ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი ვერსად იპოვეს”

დაკარგული

ჭიათურაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სოფელ შუქრუთის მკვიდრი 29 წლის ანატოლი სილიშიკი სახლიდან 27 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი შესაძლოა უკრაინაში, დედასთან წასულიყო, თუმცა მამის განცხადებით, მას პასპორტი არ ჰქონდა.

ცნობილია ისიც, რომ 29 წლის მამაკაცის ყველა ტანსაცმელი ქამრის გარდა, მეზობლის ეზოში იპოვეს.

“24 საათის გასვლის შემდეგ პოლიციას მივმართე. პოლიციამ მიტოვებული სახლები, ტყე, კარიერი და სოფლის გარშემო ყველა ადგილი მოიარეს, თუმცა ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი ვერსად იპოვეს,”- ამბობს დაკარგული მამაკაცის მამა ნუგზარ მეფარიძე.

loading…

პოპულარული

ვინ არის დედა, რომელსაც 4 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები
იტალიაში სასტიკად მოკლული ქართველი მხატვრის ნახატები (ფოტოკოლაჟი)
კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა - გაიცანით ისინი!
პოლიციაში თავის ფეხით მისული ინტერპოლის ძებნილი ქართველმა პოლიციელებმა ვერ იცნეს და „დაგუგლეს“
დაწერე კომენტარი