ჭიათურაში სასულიერო პირი ტრენაჟორებზე ვარჯიშისას დაიღუპა

დარბაზი

ჭიათურაში, სასულიერო პირი სავარჯიშო დარბაზში დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაცია დაიჯესტს ადგილობრივმა კორესპონდენტმა მიაწოდა.

დაღუპული პირი 46 წლის მღვდელ-მონაზონი მამუკა ბიწაძეა. ის ხარების საკათედრო ტაძრის წინამძღვარი იყო.

როგორც გარდაცვლილის მრევლი ჩვენთან საუბრისას ამბობს, სასულიერო პირი წარსულში მკლავჭიდელი იყო, სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა და სისტემატურად ვარჯიშობდა.

დაიჯესტი

დაწერე კომენტარი