ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება საღამომდე შეეზღუდება

თბილისის ვაკის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს, საღამომდე შეეზღუდება.
“სითი კვირას” კომპანია “თელასში” განუცხადეს, გადაუდებელი სამუშაოების გამო ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდა. მათივე ინფორმაციით, აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი