ვაკის რაიონის გამგეობა განაგრძობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში არსებული პრობლემების მოგვარებას. ვაჟა-ფშაველას II კვარტლის 32-ე კორპუსის ტერიტორიაზე შიდა წყალ-კანალიზაციის სისტემის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, არსებული პრობლემა კორპუსში მცხოვრებ 48 ოჯახს მოეხსნება. პროექტის ღირებულება 42 903 ლარია.
დაწყებული სამუშაოები დღეს ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.