წყალტუბოში ორი ადამიანი მოკლეს

პოლიცია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონში ორი ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ

ტაბულას ინფორმაციით, გამოძიება ვარაუდობს, რომ მოკლულები ძმები არიან, სავარაუდო დამნაშავე კი მათი ბიძაშვილია. ადგილზე პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაწერე კომენტარი