სუბელიანს კისრისა და ხელების არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნება

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, მირზა სუბელიანს კისრისა და ხელების არეში, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილას სისხლნაჟღენთები აღენიშნება. წულუკიანი სუბელიანის სუიციდის მცდელობაზე საუბრობს. მისივე განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანს ციხეში სცემეს:

„დაცვას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს ენახა თავის პატიმარი. ღელვის საფუძველი არ არის. ერთადერთი ის მაღელვებს, რომ მოცემული პატიმარი ფსიქოლოგიურად და ემოციურად მშვიდად იყოს. მირზა სუბელიანსა და ყველა პატიმარს, ვინც არ უნდა იყოს ის, ვუსურვებ გამძლეობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პოპულარული

15 წლის შალვა, რომელიც გაჭირვების გამო შიმშილობდა და მისი თვითმკვლელობა, ხელისუფლება კი ხელფასებს იზრდის (ვიდეო)
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს
„4 ლარი უნდა დახარჯო დღეში გამოკვებისთვის, ეს დაახლოებულია რეალობასთან“- ზაქარია ქუცნაშვილი (ვიდეო)
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი