წულუკიანი სააკაშვილის შეწყლებაზე: ქალბატონ სალომეს ბავშვობიდან ვიცნობ, არ დაუშვებს

წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “არ დაუშვებს” მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, “ვინც არ უნდა სთხოვოს”. იმედის ეთერში საუბრისას ამასთან, ამბობს, რომ სააკაშვილს შეიძლება, იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ის პრეზიდენტია, რომელიც მზადაა იგი შეიწყალოს. 

“შეიძლება ამან მისცა იმედი სააკაშვილს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ის პრეზიდენტი, რომელიც კვლავ არის მზად, რომ ამ კალიბრის დამნაშავე შეიწყალოს.

მე ქალბატონ სალომეს ვიცნობ, ლამის ბავშვობიდან,  სტუდენტობიდან, პარიზში როცა ვსწავლობდი და მეტნაკლებად მგონია, რომ შემიძლია გავთვალო მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებები.

ვფიქრობ ის იმ ადამიანების შთამომავალია, რომელიც დაბრუნდა საქართველოში, რათა საქართველო წინ წაიყვანოს. ვინც არ უნდა სთხოვოს, ქალბატონი პრეზიდენტი არ დაუშვებს, რომ შავი ასოებით ჩაეწეროს საქართველოს ისტორიაში”, – თქვა თეა წულუკიანმა. 

რეკლამა

დაწერე კომენტარი