წნელისში ქართული პოლიციის საგუშაგოს თავზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართეს

ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა სოფელ წნელისში, ქართული პოლიციის საგუშაგოს თავზე სიმაღლე დაიკავა და სასაზღვრო ნიშანთან ერთად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა აღმართა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა აცხადებს, რომ მათი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „ჰუმანიტარულ ოპერაციას“ აგრძელებს.

„საქართველოს პროვოკაციული მოქმედებები მიმართულია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის საზღვრისპირა ნაწილის ანექსიისკენ, მოსახლეობისთვის საფრთხე მზარდია, რასაც ქართველი ძალოვნების მიერ კვარდროკოპტერისთვის ცეცხლის გახსნის ინციდენტისც მოწმობს”, – წერია ცხინვალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიტუაცია საოკუპაციო ხაზთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქართულმა მხარემ არ შეასრულა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტი არ აიღო.

მოგვიანებით ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე, ოკუპირებულ სოფელ წნელისში ე.წ. სასაზღვრო პოსტის გახსნის შესახებ განაცხადა და ადგილზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშაც აღმართა.

მხარეებს შორის არაერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ქართული მხარის განცხადებით, შედგა შეთანხმება, რომ ესკალაციისკენ ნაბიჯები არ გადაიდგმება.

გუშინ, 4 სექტემბერს ოსურმა მხარემ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა ქართული მხარის მიერ პოლიციის კიდევ ერთი ბლოკპოსტის მშენებლობაში და თბილისი პროვოკაციულ მოქმედებებში დაადანაშაულა.

პოპულარული

თბილისის საშიში უბნები, სადაც აფეთქების საფრთხე ყველაზე დიდია - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
"არის იმის მცდელობა, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს" - პროკურატურაში გიორგი გაბუნიას დაკითხვა დასრულდა
"მთავარი არხის“ ჟურნალისტების პროკურატურაში დაკითხვები გრძელდება - საგამოძიებო უწყების კითხვებს გიორგი გაბუნია პასუხობს
ვითარება ატოცში - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტრუქციული მოქმედებები
"წყნარად, მშვიდად, რა არის ეს..." - გიორგი გახარია "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვამ გაღიზიანა და მას ფაქტობრივად თავს დაესხა (ვიდეო)
"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა
ინტერნეტში შეპირებული დაუვიწყარი სექსი და მოტყუებული ახალგაზრდები - პოლიცია თაღლითს ეძებს
დაწერე კომენტარი