წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან მამაკაცი ჩაცხრილეს

შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ცენტრში – 4 გასროლით ნოდარ ვარძელაშვილი დღეს გამთენიისას წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან ჩაცხრილეს. დაჭრილი ალადაშვილის სახელობის კლნიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

„კურიერის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდა, რასაც სროლა მოჰყვა.

ნოდარ ვარძელაშვილის ნათესავები ამბობენ, რომ გარემოვაჭრე ვარძელაშვილს, რომელიც დილით ხილ-ბოსტნეულის შესაძენად მიდიოდა, პირი დახვდა, რომელმაც ფული მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ ესროლა.

“კურიერის” ცნობით, სავარაუდო თავდამსხმელი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

“კურიერი”

loading…

პოპულარული

ფოტოები, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ ნახავთ - როგორ დახვდნენ ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლაში
მამა პანტელეიმონის მეუღლე, 29 წლის ბარბარე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა
ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელთა ათეულშია - ფინალისტები ჰიუ ჯეკმანმა წარადგინა (ვიდეო)
„მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე" - მამუკა ხაზარაძის საგანგებო მიმართვა
დაწერე კომენტარი