“წმინდა მარკოზის ნაწილები ორმა ვენეციელმა ვაჭარმა მოიპარა” – ენდრიუ ტოდჰანტერი

“…828 წელს ორმა ვენეციელმა ვაჭარმა ალექსადრიაში წმინდა მარკოზის სარკოფაგიდან წმინდანის ნაწილები მოიპარა.

მაინც რა ვიცით წმინდანის ნაწილებზე? ნამდვილად მისია თუ არა სარკოფაგში შენახული ნაშთები? ან ქალა, რომელიც კოპტური ეკლესიის მტკიცებით, ალექსანდრიაშია დაცული? ან ის ძვლის ფრაგმენტი, 1968 წელს ვატიკანმა მეცხრე საუკუნეში ჩადენილი ქურდობის მოსანანიებლად ეგვიპტეს რომ გადასცა? როგორ გავიგოთ სიმართლე? არის ეს რელიკვიები იმ წმინდანების, რომლებსაც მიაწერენ? თუნდაც კერალის ეკლესიაში დაცული თომას ძვლის ფრაგმენტი?

“რა მნიშვნელობა აქვს ნამდვილი ძვალია თუ ყალბი? შუა საუკუნეებში განსხვავებულად აზროვნებდნენ, ერთი წმინდანის თუნდაც 50 თითი გქონოდათ…”-ამბობს ორტალი.

მეცნიერებისთვის, ათეისტებისთვის, ბევრი მორწმუნისთვის და თვით “ურწმუნო” თომასთვისაც ერთი და იმავე წმინდანის 50 თითის არსებობა, ალბათ პრობლემაა. კათოლიკური ეკლესია ხშირად იწვევს გამოცდილ პათანატომებს წმინდანთა ნაწილების შესასწავლად. გენუელი პათანატომი ეზიო ფულკერი დიდი ხანია რელიკვიებს სწავლობს: “თუ დავადგენთ, რომ რელიკვია ყალბია, მაშინვე განვაცხადებთ, რადგან გვწამს – ეკლესია სიყალბეს არ დაუშვებს”. მაგრამ  როგორ მოვიქცეთ, როცა, მაგალითად, წმინდა მარკოზის ნაწილების ავთენტურობა ჯერ კიდევ დასადგენია? მეცნიერები და კათოლიკური ეკლესიის სასულიერო მსახურნიც კი, უშედეგოდ მოითხოვენ მარკოზის ნეშთების გამოკვლევას. სიმართლე ისაა, რომ რელიკვიების შესწავლით ეკლესია ცოტას თუ მოიგებს, დასაკარგი კი ნამდვილად აქვს. ბოლოს და ბოლოს არ ცოდნა უსაფრთხოა.

ვატიკანის მოწვეულმა არქეოლოგმა ჯორჯიო ფილიპმა თქვა, რომ ის რომში, 2009 წელს პაპის თანხმობით ჩატარებული კვლევისა და პავლეს წმინდა ნაწილების დათარიღების წინააღმდეგი იყო. “ცნობისმოყვარეობა კვლევას არ ამართლებს. სარკოფაგი რომ ცარიელი აღმოჩნდეს? რატომ ესწრაფვი წმინდა პავლეს საფლავის გახსნას? ამ საქმეში მონაწილეობა არ მსურს!”. ძიებისას სარკოფაგში თითისოდენა ხვრელი გაბურღეს და ოსპის მარცვლისხელა ძვლის ფრაგმენტი, საკმევლის წითელი ნატეხები, ოქროს კილიტებიანი მეწამული ტილოს ნაფლეთი და ლურჯი ძაფები ამოიღეს. ეკლესიის მტკიცებით, დამოუკიდებელმა ლაბორატორიულმა კვლევამ ისინი I-II საუკუნეებით დაათარიღა. ეს კი ნიშნავს, რომ ძვლები შესაძლოა მართლაც პავლესი ყოფილიყო. ჯერჯერობით, მეციერება უძლურია გამოავლინოს ისეთი დეტალები, როგორებიცაა მაგალითად: ადამიანის სიმაღლე, დაბადების ადგილი (პავლეს მშობლიური ქალაქი, სავარაუდოდ, ტარსოსია თურქეთის სანაპიროზე), ამიტომ ჭეშმარიტებაც ვერ დგინდება”.

 

წყარო: NATGEO იანვარი 2014

loading…

პოპულარული

კულტურის ყოფილი მინისტრი ავარიაში მოყვა - მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა
14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი