წლის და 6 თვის გოგონა მეორე სართულიდან გადმოვარდა – ექიმები იმედს არ იძლევიან

წლის და 6 თვის ანა-მარია მეზობლის ბავშვის დაბადების დღეზე იმყოფებოდა რა დროსაც ის სათამაშო მანქანაზე დაჯდა და აივნიდან, რომელსაც მოაჯირი არ აქვს, გადავარდა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ გოგონას ოჯახის ახლობელმა უამბო. ბავშვი ამჟამად იაშვილის სახელობის კლინიკაშია. ექიმები მისი გადარჩენი იმედს არ იძლევიან.

„ყველაფერი წამებში მოხდა, ცეკვავდა ერთობოდა, მერე სათამაშო პატარა მანქანაში ჩაჯდა და ასე გადაფრინდა მეორე სართულიდან. სამწუხაროდ, მეორე სართულის აივანს მოაჯირი არ აქვს, ექიმები ამბობენ, რომ ტვინს რა დაზიანებებიც შეეძლო მიეღოო ყველაფერი მიღებული აქვს. იმედს არ გვაძლევენ. არ ვიცით რა იქნება. ექვსი დღეა ბავშვი კომაშია და ვერაფრით ვერ ვშველით.

სულ ანა-მარია მესიზმრება. ერთადერთი, რისი იმედიც გვაქვს ეს უფალია. – ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგონას ახლობელი.

პოპულარული

ერთი ბილეთით მარშუტკით, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობას შეძლებთ - თბილისის მერიის ახალი რეფორმა
"ბიჭის ძმამ თავი მოიკლა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და სიცოცხლე შვილის საფლავზე დაასრულა" - ვინ არის 16 წლის მუშა, რომელიც დღეს მშენებლობაზე გარდაიცვალა
ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი თბილისში "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"
დღეიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება
დაწერე კომენტარი