“წლინახევრის ბავშვის ტირილი ესმოდა მთელ დაწესებულებას”-ფოტოები ისრაელის საიმიგრაციო დაწესებულებიდან

ისრაელი

ხო­ბი­დან ის­რა­ელ­ში მო­სა­ლო­ცად წა­სუ­ლი ოთხი მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში არ შე­უშ­ვეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე სა­ი­მიგ­რა­ციო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს, სა­დაც ერთ-ერ­თმა და­კა­ვე­ბულ­მა ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა მო­ა­ხერ­ხა. ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფო­ტო­მა­სა­ლას newsportal.ge ავ­რცე­ლებს.

სუ­რა­თებ­ზე ჩანს, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ხუ­რუ­ლია და ფან­ჯრე­ბის მა­გივ­რად ოთა­ხებ­ში გი­სო­სე­ბია ჩას­მუ­ლი.

ხო­ბე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ შე­ნო­ბა ცი­ხეს ჰგავ­და. ოთა­ხებ­ში ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­აა და კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კა­ვე­ბულ ხალ­ხს ბა­ნა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ ეძ­ლე­ვა.

„ძაღ­ლე­ბი­ვით ექ­ცე­ვი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ქარ­თვე­ლებს. დაგ­ვცი­ნოდ­ნენ. ერ­თა­დერ­თხელ მოგ­ვცეს და­რეკ­ვის უფ­ლე­ბა, რომ დე­დას­თან და­მე­რე­კა, ისიც ჩხუ­ბის შემ­დეგ. არც ად­ვო­კა­ტი, არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბის დაც­ვა, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არა­ვინ მოგ­ცემს იქ. წლი­ნა­ხევ­რის ბავ­შვის დე­დამ მი­თხრა, მე­სა­მე დღეა, აქ ვართ და რო­დის გაგ­ვიშ­ვე­ბენ არ ვი­ცი­თო, ამ ბავ­შვის ტი­რი­ლი ეს­მო­და მთელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მთე­ლი დღე”, – აცხა­დებს ხო­ბე­ლი ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­საც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ სურს.

კი­დევ ერთი ხო­ბე­ლი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ყვე­ბა, რომ იმ ოთა­ხებ­ში, სა­დაც კა­ცე­ბი ჰყავ­დათ გან­თავ­სე­ბუ­ლი, სრუ­ლი ან­ტი­სა­ნი­ტა­რია იყო, მათ შო­რის არ იყო არ­ცერთ ოთახ­ში სა­ა­ბა­ზა­ნო.

“ჩვე­ნი ერთი მე­გო­ბა­რი ცოტა ემო­ცი­უ­რია. ეს ად­ვი­ლად შე­ნიშ­ნეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რის შემ­დე­გაც სრუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი მი­ა­ღე­ბი­ნეს. ხან შუქს აქ­რობ­დნენ ოთახ­ში, ხან ფსი­ქი­უ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი შე­მო­იყ­ვა­ნეს მას­თან. სა­ღა­მოს ჰკი­თხეს, გული ხომ გაქვს ჯან­მრთე­ლიო და ცალ­კე ოთახ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მარ­ტო უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ფაქ­ტობ­რი­ვად, დას­ცი­ნოდ­ნენ. მერე ეს ბიჭი ცუ­დად გახ­და და ექი­მის გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ასე­თი რამ არას­დროს მი­ნა­ხავს, სა­ში­ნე­ლე­ბაა იქ რაც ხდე­ბა. საკ­ვე­ბიც კი იმ­დე­ნად სა­ში­ნე­ლია, ვერც შე­ჭამ ნორ­მა­ლუ­რად”, – ამ­ბობს ხო­ბე­ლი ახალ­გაზ­რდა.

ნა­ხეთ მეტი ფოტო: newsportal.ge-ზე

loading…

პოპულარული

ლევან იზორიას ქონებრივი დეკლარაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბრალდებები და თავდაცვის უწყების პასუხი
სიგარეტი ძვირდება
„ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში“ - რომან გოცირიძე ე.წ. „ვალების განულებაზე“
"ახალი შეთქმულება ივანიშვილის კარზე... უთხარი ბიძინას, გუნცაძე დანიშნოს, მერე ჩვენ მივხედავთ"
დაწერე კომენტარი