„წინა ხელისუფლებასთან მაქვს კითხვები, თუ რატომ არ იყო მისი გვარი სპეციალურ სიაში“ – წულუკიანი გროზნოს მერის ვიზიტზე

წულუკიანი თეა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გროზნოს მერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მუსლიმ ჰურჩიევის გვარი სპეციალურ სიაში არ იყო შეტანილი, რათა მესაზღვრეებს მისი ტერიტორიაზე შემოშვება არ დაეშვათ. ამასთან დაკავშირებით კი წულუკიანს შეკითხვები წინა ხელისუფლებასთან აქვს:

„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს ადამიანი დღეისთვის არ იმყოფებოდა იმ სიაში, რომელიც აქვთ ხოლმე მესაზღვრეებს და ხელს უშლის ამა თუ იმ პირს, შემოვიდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. თუ რატომ არ იმყოფებოდა, ამაზე ალბათ, მე მექნებოდა პირადად კითხვები ყოფილ ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ 2008 წელს ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და სია მათ უნდა შეედგინათ. ხოლო ახლა უნდა იქნეს თუ არა ეს პირი ამგვარ სიაში შეტანილი, ამის შესახებ შსს შეისწავლის და რეაგირება მოხდება,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

loading…

პოპულარული

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება!
34 წლის ოზურგეთელი პატიმარი, რომელიც გლდანის ციხეში შიმშილობდა, დღეს გარდაიცვალა
„ამის გამკეთებელი არის ნაძირალა“ - გორში ფერმერს ვაშლის 128 ხე მოუჩეხეს (ფოტოები)
"ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოულოდნელი შედეგით დასრულდა - ვინ გავარდა შოუდან (ვიდეო)
დაწერე კომენტარი