“წინასწარ ვუთხარი რომ ქირის ფული და ბანკი მაქვს გადასახდელი…დამიკავშირდა ნუცას დედა ქალბატონი…”-რა ხდება სარესტორნე ბიზნესში?

nuca

მზარეული რომან პაპოიანი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და სკანდალურ წერილს, საიდანაც ირკვევა, რომ ის მზარეულმა ნუცა სურგულაძემ მოატყუა და უხელფასოდ ამუშავა.

პაპოიანი ყველას ურჩევს, რომ ნუცასთან საქმიანი კავშირი არ დაიკავონ, რადგან მისი აზრით, სხვასაც ისე გამოიყენებს როგორც ის:

„მინდა მოგიყვეთ ჩემი გამოცდილება. აქ ბევრი მზარეული მყავხართ და არა მარტო.

დაიწყო ნუგათი ღვინის ქარხანაში სადაც მომიწვია ნუცა სურგულაძემ შემითანხმდა ხელფასზე ერთგვარი გასაუბრება ჩამიტარა. შეზღუდვების გამო სამწუხაროდ დაიკეტა ობიექტი. ნახევარი თვე ვიმუშავე 15 დღე. 3 კვირა მალოდინეს 450 ლარზე. დაახლოებით მე-4 კვირის დასაწყისში მირეკავს ნუცა სურგულაძე ტექსტით:

– რომა როგორ ხარ? ახალი პროექტი გვაქვს მე და გაბრიელს, ძალიან მოგვეწონა როგორ მუშაობდი და გვინდა რომ აქაც შემოგვიერთდე და ჩვენთან იმუშავო. ძალიან მიხარია, რომ ძლივს ნორმალური მზარეული ვიპოვეთო. ამ ხელფასზე არანაირი პრობლემა არ არის, ჩვენ ჩვენი ჯიბიდან ჩაგირიცხავთ ოღონდ შენ წამო და იმუშავე. მენეჯერის პოზიციაზე + სამზარეულოს ზედამხედველი. გრაფიკის დაწერა, კალკულაციის შეცვლა, კერძების გამოსწორება, კერძების ხარისხის კონტროლი, პროდუქტების ხარისხის კონტროლი.

წინასწარ ვუთხარი რომ ქირის ფული და ბანკი მაქვს გადასახდელი. უეჭველი ერთ თვეში უნდა გადამიხადონ ხელფასი წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვიმუშავებ-მეთქი. ( ნუ მეც დებილმა სიტყვაზე ვენდე ვიფიქრე რატო უნდა მომატყუონ ? ) უეჭველზე უეჭველი თემა არისო საბოლოოდ დავთანხმდი.

რესტორანი თუ შეიძლება მაგ ობიექტს რესტორანი დავარქვა მუშაობდა მხოლოდ გლოვოზე და ვოლტზე საშინელი ანტისანიტარია მაგრამ, როგორც შევძელი გავასუფთავე მოვასუფთავე სტაფს შევუთანხმდი, რომ სისუფთავე დავიცვათ და ასე თუ ისე ამ გაჭირვების დროს კაი დანა-ტაფა შეიძლება არ გვქონდა, მაგრამ სუფთად მაინც ვმუშაობდით. ჩემ დასვენების დღეს მომდის სამსახურის ტელეფონზე სმს რომლითაც ვაგვარებდი ბაზარს და მქონდა კომუნიკაცია მომხმარებლებთან, გლოვო ვოლტთან. სამწუხაროდ ვერ მოვასწარი ჩამომართვეს და სქრინები არ მაქვს.

ზურა რომელიც ნახსენებია ეს არის რესტორნის მეპატრონე რომელიც ჩემთან არანაირ კავშირში არ იყო.

ნუცა: ვიკეტებით.

მე: მერე მე რა ვქნა ?

ნუცა: არვიცი.

და შემდეგ 2 დღე რომ გავიდა მივწერე მესენჯერში და მოვითხოვე ხელფასი. შემდეგ სქრინებზე წერია ყველაფერი. კი დამბლოკა არ ვიცი რატომ, ალბათ ხელფასი რომ მოვითხოვე შევაწუხე ამით.

ჯიგრულად, რომ ეთქვათ – იცი რა რომა, ეხლა არ გვაქვს და იქნებ გავანაწილოთ და ნელ ნელა გადაგიხადოთ ეს თანხა ამაზე საუბარიც არ ყოფილა. ტიპებმა გამომიყენეს და დამბლიკეს. დღეს მხვდება პოსტი, ერთ-ერთ ჯგუფში სადაც ნუცა ეძებს მზარეულს რომელიც სავარაუდოდ ჩემსავით უნდა გამოიყენოს. ჩემი რჩევა იქნება, ამ ადამიანებთან საქმე არ დაიჭიროთ. ამ დროს, როცა ქვეყანაში გაჭირვებაა და ყველა სცდილობს საჭმლის ფული მაინც იშოვოს. ადამიანს ასეთ რაღაცას უკეთებ არ ვიცი რა ვუწოდო და რა დავარქვა ასეთ საქციელს. #არამონობას

გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ რომამ კვლავ დაწერა: მოკლედ მეგობრებო დამიკავშირდა ნუცას დედა ქალბატონი.

„ძალიან გულახდილად მესაუბრა და არაფერში არ დამანაშაულა სრულყოფილად გამიგო და ასეთი ადეკვატურობის გამო ძალიან დიდი მადლობა ამ ქალბატონს. ჩამირიცხა კუთვნილი ხელფასი რადგან ამიხსნა რომ ნუცას არ აქვს მაგის საშუალება და ნუცაც ასევე არასწორად მოიქცა და სწორად ვერ შეაფასა ეს სიტუაცია. ხვალ მე იმედი მაქვს ნუცა გააკეთებს, ამ თემაზე კომენტარს და ბოდიშს მოიხდის მსგავსი სიტუაციის გამო. მე ამ ხალხისგან მოსათხოვი არაფერი მაქვს. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემი სიტუაცია გაიზიარეთ და გვერდში დამიდექით უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს.

მაგრამ აქვე დავამატებ რომ ეს არ ამართლებს მათ საქციელს + თანხის ჩარიცხვის შემდეგ: ნუცას მესიჯი რომა გრცხვენოდეს შენი საქციელის. მთელი ცხოვრება გრცხვენოდეს რომ 900 ლარის გამო ესეთი, რაღაც გააკეთე შობა დღეს. აქვე საჯაროდ ვუპასუხებ გრცხვენოდეს რომ 900 ლარის გამო საახალწლოდ ვალებში დამტოვე და კინაღამ გარეთ დავრჩი შენს გამო გრცხვენოდეს მთელი ცხოვრება ჩემს წინაშე და ხალხის წინაშე“, – წერს რომან პაპოიანი.

დაწერე კომენტარი