“წინასწარ აქვს პირობა მიღებული, იმის თაობაზე, რომ ამ საქმეზე იქნება გამამტყუნებელი განაჩენი”- ბექა ბასილაია ეკა ბესელიაზე საუბრობს

ეკა ბესელია

ე.წ. პიჯაკების საქმეზე ადვოკატი ბექა ბასილაია ეკა ბესელიას ბრალდებებს პასუხობს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ეკა ბესელია წინასწარ აანონსებს სასამართლოს განაჩენს და ეს იმის დასტურია, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მთავრობასთან შეთანხმებით მოქმედებს. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ე.წ პიჯაკების საქმის ბრალდებულები პოლიტიკური დევნის მსხვერპლნი არიან და აცხადებს, რომ საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლოა  ჩართული, რომელიც  პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს წინასწარ გადაწყვეტილებებს უთანხმებს.

„სასამართლო ხელისუფლებისგან ქვეყნის პოლიტიკურ ხელისუფლებას, რომელსაც წარმოადგენს მოცემულ შემთხვევაში ეკა ბესელია, წინასწარ აქვს პირობა მიღებული, იმის თაობაზე, რომ ამ საქმეზე იქნება გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი. ამაზე ღიად ისაუბრა ეკა ბესელიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან,“-  განაცხადა ბექა ბასილაიამ.

loading…

პოპულარული

“შორენა ჩემი ცოლი არ არის…" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
ორსული მეგან მარკლის „უხერხულად შიშველი“ ფოტოები - ჰერცოგიანიამ სამეფო ეტიკეტი დაარღვია (ფოტოები)
სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება
თბილისში მძღოლებმა საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტეს
დაწერე კომენტარი