გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით მოეწყო წინასაახალწლო ღონისძიება სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახების
ბავშვებისთვის. გამგეობამ იზრუნა მათ წინასაახალწლო განწყობაზე და
ექვსასამდე პატარას შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ სპექტაკლი “პინოქიო” სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი მათ გარეთ თოვლის ბაბუა დახვდათ,
რომელმაც პატარებს ტკბილეული, სათამაშობი და ბუშტები დაურიგა. სპექტაკლის დაწყებამდე კი პატარებს გამგეობის წარმომადგენლები მიესალმნენ და დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.