„წითელი ჯვარი დაგვიკავშირდა, მაია მოვინახულეთო”-ოკუპანტების მიერ გატაცებულ ქალს სავარაუდოდ ოჯახთან დარეკვის უფლებას მისცემენ

გატაცებულის მული

6 დღის წინ გატაცებული მაია ოთინაშვილი ისევ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. ოჯახი ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება მის გათავისუფლებას. რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა ქალი – ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს, თუმცა სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სამი შვილის დედა სავარაუდოდ ნაცემია.

ცხინვალის იზოლატორში მაია ოთინაშვილი წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა მოინახულეს. დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მისიის წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ მაია ოთინაშვილს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, შესაძლოა უახლოეს დღეებში დაკავებულს საშუალება მიეცეს ტელეფონით ოჯახის წევრებს დაუკავშირდეს.

„წითელი ჯვარი დაგვიკავშირდა გვიან ღამით და გვაცნობეს, რომ ჩვენი კოლეგები ცხინვალაში, რომ იმყოფებიან  ისინი იყვნენ შესული მაიასთან და მოინახულესო. ერთი შეხედვით ვიზუალურად დამაკმაყოფილებლად გამოიყურებაო ეს ინფორმაცია მოგვაწოდეს. გვითხრეს ისიც, რომ ძალიან ახლო მომავალში ოჯახის ერთ-ერთ წევრს დავაკავშირებთ სატალეფონო საუბარი შედგებაო,“-განაცხადამაია ოთინაშვილის მულმა ირინა მაყიშვილმა.

თავად წითელ ჯვარში კი სხვა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. აცხადებენ  მხოლოდ იმას, რომ წითელ ჯვარში დაკავებულს იზოლატორში სხვა დღეებშიც მოინახულებენ.

პოპულარული

სუსმა კახა კალაძის გუნდში კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყო - კომპრომატები დედაქალაქის მერის წინააღმდეგ (ვიდეო)
"სირცხვილია ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო, რომ დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი უდრის, დავამხოთ ხელისუფლება" - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა (ვიდეო)
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე - დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება
ვაშაძე "ოცნებაზე": ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან
"ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას, ბიძინა ივანიშვილს ექნება ისეთი პრესინგი, რომ აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - დღეს 1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
34 წლის ბიჭი ჩხოროწყუს პოლიცის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რა კავშირი აქვს უმძიმეს საქმესთან დეპუტატ იზორიას
არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს
დაწერე კომენტარი