წვიმა და ძლიერი ქარი – საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

წვიმა

30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექი და ქარია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში 12-17 გრადუსზე დაფიქსირდება.

თბილისში 30 მარტს წვიმას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. 31 მარტს კი, უნალექო, მაგრამ ქარიანი ამინდი იქნება. ამასთან, პირველ და 2 აპრილს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი – 15-17 გრადუსი.დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

loading...

პოპულარული

პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
დაწერე კომენტარი