თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის იძულებით კარანტინში კიდევ 39 ადამიანია გადაყვანილი, ჯამში კარანტინში – 180 პირი იმყოფება

39 გადაყვანილი პირი

შს სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 39 ახალი ფაქტი გამოვლინდა. იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში ყველა მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვია, საკარანტინო ზონაში იძულებით არის გადაყვანილი. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 180 ადამიანია გადაყვანილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

პოპულარული

ანჯელინა ჯოლი 45 წლის გახდა - 20 საინტერესო ფაქტი პლანეტის ერთ-ერთი ულამაზესი ქალის შესახებ(ფოტოკოლაჟი)
„რა შორენა, უსექსუალურესი და ულამაზესი ხარ“ - საქართველოში ახალი სექს სიმბოლო გამოჩნდა [ვიდეო]
ახალი გამოწვევა: #უმაკიაჟოდ - ცნობილი ადამიანები ფოტოებს მაკიაჟის გარეშე აქვეყნებენ
"სასულიერო პირებმა 12 წლის ბავშვი ხეზე ჩამოკიდეს და სცემეს, ბავშვი როცა ჩუმდებოდა, წყალს ასხამდნენ და მერე ისევ სცემდნენ"- სასულიერო პირი მამებს ამხელს და უმძიმეს ბრალდებას უყენებს
დაწერე კომენტარი