„იუსტიციის წერილში წერია, რომ ნოტარიუსად მუშაობა პოლიტიკური შეფასებების გამო შემიზღუდეს“ – შენგელია

შენგელია

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წერილს, სადაც წერია, რომ ნოტარიუსად მუშაობა პოლიტიკური შეფასებების გამო შეუზღუდეს.

„გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ გადამოწმდა თქვენი როგორც ნოტარიუსის ბაჩანა შენგელიას ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია (შემოწმდა ბოლო ერთთვიანი პერიოდი). შედეგად დადგინდა, რომ თქვენ – ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებთ მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებთ პოლიტიკურ შეფასებებს“, – წერია წერილში, რომელსაც ბაჩანა შენგელია აქვეყნებს.

მისივე თქმით, ეს წერილი მას დღეს, 29 ივნისს ჩაბარდა და დათარიღებულია 24 ივნისით:

„ეს დღეები ვერ ჩაგაბარეთო, მომახსენეს. ძალიან გთხოვთ, ყველამ წაიკითხოთ. ეს არის ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში, გენერალური ინსპექციის თანამშრომელი ამონიტორინგებს ჩემს ფეისბუქ-პოსტებს თურმე ბოლო ერთი თვე და იუსტიციის მინისტრი იწყებს მორიგ დისციპლინურ წარმოებას მონიტორინგის საფუძველზე. ველოდი, მაგრამ მაინც გაოგნებული ვარ“.

დაწერე კომენტარი