
თბილისში, წერეთლის გამზირზე „მერსედესის“ მარკის „ჯიპი“ ორ ქვეითს შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.