“წელიწადი და შვიდი თვე ჩემი შვილი უდანაშაულო იყო და უცებ გახდა დამნაშავე” – საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობს

ხორავას ქუჩის საქმე – საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან. დაკავებულის მამა აცხადებს, რომ მოწმეების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

თენგიზ კალანდიასთვის  ასევე გაუგებარია, რატომ შეცვალა პროკურატურამ გადაწყვეტილება მისი შვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც წელიწადი და შვიდი თვის მანძილზე ის უდანაშაულოდ ითვლებოდა.

„პიროვნებაზე ვინ იკითხება, რა იკითხება წარმოდგენა არ მაქვს საერთოდ და პიროვნულად ვის რა მორალი აქვს ეგეც არ ვიცი. ვის რა მორალიც აქვს, ის თქვას. რა მორალითაც ცხოვრობს, იმ მორალით იცხოვროს ბოლომდე. რა უნდა თქვან  ისეთი, რაც ყველამ იცის, იმაზე მეტს ვერაფერს ვერ იტყვიან. რავიცი, წელიწადი და შვიდი თვე პროკურატურის ვერსიით ჩემი შვილი უდანაშაულო იყო და უცებ რაღაცა შეიცვალა და უცებ გახდა დამნაშავე. რავიცი, მეც ველოდები, იქნებ რამე ახალი თქვან. დაახლოებით 151, თუ 152 მოწმეა დასაკითხი, მაგრამ ვინ არის ეს 150 კაცი ნამდვილად წარმოდგენა არ მაქვს,“- განაცხადა მიხელ კალანდიას მამამ, თენგიზ კალანდიამ.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ანა კოტეტიშვილი სასამართლო სხდომის საჯაროობასთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქმე არასრულწლოვანებს ეხებათ, არსებობს შანსი, რომ მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილოს.

„წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე რამდენიმე არასრულწლოვანია გამოკითხული, რომელიც ირიბად საუბრობს გარკვეულ ფაქტებთან მიმართებაში, თუმცა დღეს  მოწმეები ბრალდების მხარეს არ ეყოლება წარმოდგენილი, ესენი იქნებიან ხორავას ქუჩაზე მომხდარი  შემთხვევის შემსწრე მოწმეები. შესაბამისად, დაცვის მხარე, როგორც წინა პროცესზე განვაცხადეთ მოხდება ჩვენს მიერ შუამდგომლობის დაყენება სასამართლო სხდომის საჯაროობასთან დაკავშირებით და ვნახოთ მოსამართლის პოზიცია ამასთან დაკავშირებით როგორი იქნება,“- განაცხადა კალანდიას ადვოკატმა.

გამოძიება კალანდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მონაწილეობას ედავება.

პოპულარული

"მე ახლა უნდა მოვყვე რას ნიშნავს სახის დაკარგვა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო შუბლაძეს პასუხობს
"წადით ახლა და ნიკა გვარამიას მოწ..ვეთ"- ოცნების დეპუტატს შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
22 აგვისტოს ასტროლოგიური პრონოგიზი
"რუსთავი 2" ოკუპირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ" - ტელეკომპანია კურიერის თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი