“წასულია და თავისი ფეხით ჩაბარებული” – რას ამბობს ბრალდებული მამაკაცის და ქარელში მომხდარ ტრაგედიაზე

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ხვედურეთში ჯარისკაცის მკვლელობის ფაქტს უბედურ შემთხვევად თვლიან მეზობლები.

ადგილობრივების განცხადებით, მოკლული მამაკაცი და ბრალდებული თანასოფლელები არიან და მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა.

„ერთი სოფლელები არიან. არანაირი შელაპარაკება არ ყოფილა, არც სროლა ყოფილა, ნადირობისას მოხდა რაღაც შემთხვევით. ნადირობისას გზაზე გამვლელს მოარტყა შემთხვევით მონადირემ“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

23 წლის ახალწვეული მშობლიურ სოფელში უქმეებზე იმყოფებოდა. მკვლელობაში ბრალდებული იდენტიფიცირებული და დაკავებულია.

როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, მათთვის არ არის ცნობილი რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა დაზუსტებით იციან, რომ კონფლიქტი არ მომხდარა. დაკავებულის და ამბობს, რომ მისი ძმა პოლიციას თავად ჩაბარდა.

„არანაირი კონფლიქტი, მოხდა შემთხვევით უბედურება, სხვა არაფერი ვიცი. წავიდა თვითონ ჩაბარებული, რა მოხდა და როგორ მოხდა გაირკვევა“-ამბობს დაკავებულის და თეა თედოზაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

loading…

პოპულარული

"ყველა ვინც შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს იქნება დასჯილი და ისიც, ვინც ეს მასალა გამოიყენა პოლიტიკური დივიდენდებისთვის"- გიორგი გახარია
სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა-იტყუებიან თუ არა პედაგოგები?
პროკურატურა ვალების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის
"თუ ამ არჩევნებზე არ დავამარცხებთ ივანიშვილს, მისი დარჩენა სიღარიბის და უიმედო ვალების ზრდის გარანტიაა"- ოპოზიციის შეფასებით, სასოწარკვეთილი ხელისუფლება "ვა ბანკზე" მიდის
„ბეჭდეთ ეგ ბილბორდები, აკარით, ფული ბევრი გაქვთ, პატარა, მაგრამ წვლილი მაინც შეგაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში“ - ვაშაძე "ოცნებას"
ბერა ივანიშვილი ქორწილის ვიდეოს ავრცელებს
"რუსთავი 2" გია ცერცვაძის ოჯახისთვის სახლს იყიდის და ბავშვებს ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს
"საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების და ონლაინ ორგანიზაციების დავალიანება გაუნულდება" - მამუკა ბახტაძე
სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა-იტყუებიან თუ არა პედაგოგები?
დაწერე კომენტარი