“ყველანი მომსწრე გავხდით სისასტიკის, როდესაც 25 წლის გოგონა ორი არასრულწლოვნის თანდასწრებით მოკლეს”- ნიტა სიხარულიძე კანონის არაეფექტურობაზე საუბრობს

ნიტა სიხარულიძე

“ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” პრეს–სპიკერის ნიტა სიხარულიძე ბარნოვზე მომხდარ მკვლელობას ეხმაურება.

მისი  განცხადებით, პოლიციის მუშაობა მორღვეულია,რაც  ნიშნავს, რომ სახეზე გვაქვს არა მარტო კანონის, არამედ სისტემური პრობლემა, რაც არის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრალი.

 

მინდა გამოვეხმაურო ისეთ მნიშნელოვან და სენსიტიურ პრობლემას, როგორიცაა ოჯახური და კონკრეტულად ქალების მიმართ ძალადობა.

რამდენიმე დღის წინ ჩვენ ყველანი მომსწრე გავხდით წარმოუდგენლად სასტიკი მკვლელობის, როდესაც 25 წლის გოგონა ორი არასრულწლოვნის თანდასწრებით მოკლეს. ყველასათვის ნათელია, რომ დღეს ოჯახური და ქალების მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფო და მათ შორის ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რადგან ჩვენი მოქალაქეები და მათ შორის ქალები იყვნენ დაცულნი. როდესაც ხდება სამართალდამცველების გამოძახება ძალადობის შემთხვევაში და იწერება შემაკავებელი ორდერი, ეს უმეტეს წილად შედეგს არ იძლევა. ის, რომ პოლიციის მუშაობა მორღვეულია, ეს უკვე ნიშნავს, რომ სახეზე გვაქვს არა მარტო კანონის, არამედ სისტემური პრობლემა, რაც არის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრალი.

ვფიქრობ, რომ ეს კანონი არაეფექტურია და საჭიროებს რეფორმირებას. ამიტომ აუცილებელია ხელისუფლებამ დააყენოს ინიციატივა პარლამენტში, რათა მომავალში შევძლოთ მეტი ქალი დავიცვათ მსგავსი ძალადობისა და სისასტიკისაგან.

loading…

პოპულარული

საქართველოს პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ილია მეორე სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
"თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად დამარცხდებით"- გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს დეპუტატის ცემის ფაქტზე
„გრიგორიჩ დაგიძველდა ვირეშმაკული მეთოდები...“ - სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს (ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს და მედიასაშუალებებს მისი განცხადებების ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს
ზეწოლა "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფზე" - ნატო ჩხეიძე მაღალჩინოსანთა გვარების დასახელებას აანონსებს
"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი