„წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს“ – მინდია გოგოჭურის ადვოკატი

ნიკოლოზ ბიბილაშვილი

პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალს დღეს წაუყენებენ.  მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალის წარდგენის შემდეგ არ არის გამორიცხული, სასამართლომ დღესვე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელოს.

ადვოკატის თქმით, თავად გოგოჭური თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამ ეტაპზე მისი პოზიცია ასეთია და ვფიქრობ, რომ შემდგომშიც ასეთი იქნება ალბათ. საქმის მასალები არ ეტაპისთვის არ გადმოგვცემია და ბრალის წარდგენის ეტაპისთვის უკვე სრულად გვექნება მთელი მასალა,“- აცხადებს ნიკოლოზ ბიბილაშვილი.

სამართალდამცველებმა მინდია გოგოჭური და გიორგი რაზმაძე ამაშუკელის ქუჩაზე გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

პოპულარული

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა - "როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა..."
"ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია"- სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დედის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
"ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეცდომა დავუშვი"- ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე
"უმძიმესი იყო პროცესიის ყურება და მოსმენა...მძულს ყველა ამბავი, რომლის ამოხსნაცა და გამოძიებაც უბრალოდ შეუძლებელია" - დავით ქაშიაშვილი აღაიანში მომხდარ მკვლელობაზე
დაწერე კომენტარი