წამების დროს არჩილ ტატუნაშვილი შებოჭილი იყო

არჩილ ტატუნაშვილი

არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი არის წამება, დასკვნის მიხედვით, დაზიანებები, რომლებიც ტატუნაშვილმა მიიღო, წამების შედეგია, – ამის შესახებ  წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის, „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, წამება არის მექანიზმი, რომელმაც მსხვერპლში გამოიწვია ტრავმული შოკი,  რის შედეგადაც განვითარდა გულსისხლძარღვთა უკმარისობა და დადგა ადამიანის სიკვდილი.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთი საათი, საათი და 10 წუთი მაინც აწამებდნენ, ანუ საკმაოდ მალე დადგა სიკვდილი და ადგილი ჰქონდა ძლიერი შოკის მდგომარეობას. გადმოცემულ დოკუმენტაციაში არსად არ არის მითითებული, რომ ის არის შეყვანილი რეანიმაციიდან. თუ რეანიმაციაში გადაიყვანეს, მაშინ უნდა არსებობდეს კლინიკური დიაგნოზი, რაც გარდაცვალების საფუძველია. წამების დროს არჩილ ტატუნაშვილი იმყოფებოდა არაფიზიოლოგიურ პოზიციაში. ესეც წამების ერთ-ერთი მეთოდია. ის იყო შეკავებული და შებოჭილი“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

loading…

პოპულარული

"ვალების განულების გადაწყვეტილებას ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცედენტო მასშტაბის სახე აქვს" - სამართლიანი არჩევნების სკანდალური კვლევა
„ივანიშვილი ძალიან კარგად ხვდება, რომ მისი ხელისუფლების დასასრული დაიწყო და ყველა უბედურების სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს“ - გიორგი ვაშაძე ექსპრემიერის ინტერვიუს აფასებს
"ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, სესხების გამცემ ორგანიზაციებთან ბრძოლა დაიწყო" - ზურაბ ჭიაბერაშვილი
აფეთქება სოფელ ხეთაში - დაშავებული 66 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა
"შავი სია წაიშლება, მაგრამ ბანკი ისე იოლად კრედიტს ვეღარ გასცემს, როგორც ადრე გასცემდა" - ფინანსთა მინისტრი
თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
ირინკა კავსაძემ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ბებიის, ბელა მირიანაშვილის სახე გააცოცხლა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი