წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად 94 წლის მამაკაცი დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ხანძრის შედეგად 94 წლის მამაკაცი დაიღუპა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ხანძარი გოგოხიების საცხოვრებელ სახლში გამთენიისას გაჩნდა. სახლი ხის იყო და ადგილზე მეხანძრეების მისვლამდე სრულად დაიწვა. შედეგად 94 წლის ხუტიკო გოგოხია დაიღუპა.

არსებობდა საფრთხე ცეცხლი იმავე ეზოში განთავსებულ მეორე სახლზეც გავრცელებულიყო, თუმცა მაშველებმა ამის პრევენცია მოახერხეს. ადგილზე მობილიზებული იყო, როგორც წალენჯიხის, ასევე ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო ეკიპაჟები.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

პოპულარული

"2 წლის ბიჭუნას 15 წლის ძმა დეკემბერში დაეღუპა, პატარა კი სიკვდილს ამ წუთებშიც ებრძვის"- ომარიკოს დახმარება სჭირდება
19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ძლიერი აფეთქება მოხდა
ინტერნეტში შეპირებული დაუვიწყარი სექსი და მოტყუებული ახალგაზრდები - პოლიცია თაღლითს ეძებს
დაწერე კომენტარი