ვინ წაიყვან ქრონიკას ლევან ჯავახიშვილთან ერთად – „იმედში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ახალი დეტალები

ჟურნალისტები

ტელეკომპანია „იმედში“ მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ „პრაიმტაიმმა“ ახალი დეტალები გაარკვია. ჩვენი ინფორმაციით, საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნანა ლეჟავას ჟურნალისტი ინგა დადიანი შეცვლის.

მთავარი საინფორმაციო გამოშვების – “ქრონიკა“ 20:00 საათზე – წამყვანად ლევან ჯავახიშვილთან ერთად ხატია ქვათაძე განიხილება.

ახალი სატელევიზიო სეზონიდან არხზე იგეგმება დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუც, რომელსაც ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა გაუძღვება. ის ამჟამად „პირველი არხის“ გადაცემა „ახალი კვირის“ ჟურნალისტია.

ტელეკომპანიაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება. გიორგი ცხვიტავამ კი გვითხრა:

„ამჟამად ვმუშაობ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „ახალ კვირაში“, სხვას ნამდვილად ვერაფერს გეტყვით“.

შეგახსენებთ, რომ მაისში ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორის თანამდებობაზე ელდარ მდინარაძე დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი შეცვალა.
primetime.ge/

პოპულარული

კარასინი საქართველოს 3 პირობას უყენებს და უმაღლეს დონზე მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობაზე საუბრობს
სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა
„მოდი გავხსნათ კარტები გრიგოლიჩ!!!“- რა კავშირი აქვს "რუსთავი 2"-ს და ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის დაკავებას
"13 წლის გოგოს წელში მოხრილს დიდი შეკვრა ბალახი მოეგდო... ორი პატარა ბიჭი ბალახებს გლეჯდა, დაქირავებულები ვართო"
დაწერე კომენტარი