“რომ წაესიეთ ახლა სანდრას, “ტიპი” მუშებს ამუშავებს პირბადეების და ყოველგვარი დისტანციის გარეშე…”

სანდრა

პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში, პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს ყოფილ პირველ ლედის სანდრა რულოვსს, სიკეთის გაკეთება უნდოდა და ამიტომ მიესია ბევრი ადამიანი.

“რომ წაესიეთ ახლა ზოგიერთი სანდრა რულოვსს !!! ადამიანს სიკეთე უნდოდა ფაქტია და ცხადია! მიაწყდა დიდი რაოდენობით ხალხი , ( გაუთვლელი იყო , კი ბატონო გეთანხმებით, რა თქმა უნდა არ მომეწონა) )დიახ ხალხი მიაწყდა ოფისს დიდი რაოდენობით,რატომ ???? იმიტომ რომ პირბადეების და სადეზინფექციო ხსნარების გარეშე ჰყავს ხელისუფლებას მიტოვებული, ამიტომ ვამბობ მე პირადად და ჩვენი პარტია -კანონი და სამართალი, წარვადგინეთ კიდეც გეგმა, რომ ამ დროს ქიშპობა და ჯიბრი კი არა, არამედ ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს ოპოზიციასთან ერთად და არა პოლიტიკური ნიშნით, რადგან პროფესიონალთა რესურსი მცირეა ამ პატარა ქვეყანაში !

რომ ნახეთ , რომ ხალხის დიდი რაოდენობა მიაწყდა( ცხადია გაუთვლელად, კი ბატონო გეთანხმებით) დაეხმარე რა შე მამაცხონებულო, ზუგდიდის მერიის ხელმძღვანელობავ- ხელისუფლებავ, პოლიციით, რომ წესრიგი და დისტანცია დაიცვას ხალხმა( ყველგან შეიძლება მოხდეს და ხდება ასეთი რამ) რა დროს ჯიბრია და ნაცია და ქოცია, რა მაყურებლის როლში ხართ თქვე დალოცვილებო, თქვენ შეასრულეთ თქვენი ვალდებულება ბატონო და მიეხმარეთ…….

ყველაფრის დაბრალება , ყველანაირი სიბინძურის ( რეებს წერს ზოგიერთი)ადამიანზე და პოლიტიკური ჯიბრით გამოყენება ხომ არ შეიძლება?! ხალხს მიხედეთ ხელისუფლებავ გირჩევნიათ და ასე გამწარებულებიც არ იქნებიან! ყველას უნდა ემსახუროთ , ყველა მოქალაქეს, ის პირბადეები და ხსნარები ყველასთვის იყო განკუთვნილი ,პოლიტიკური ნიშნით კი არა?!” არიქა”, იქნებ რაიმე გაუთვლელი მოუვიდა პოლიტიკურ ოპონენტს და ამ დროს მართლა კარგად გათვლილი ხალხის ბიუჯეტის ძარცვა ,მძარცველები და მათი გამპრავებლები ხელისუფლებაში არიან “ ხოშიანად” და ხალხი კი მათთვის გამკუთვნილი ხსნარების და პირბადეების რიგში დგას!

მართლა კარგით რააა!!!პანდემიაა და “ ტიპი” ხეებს დააპროწიალებს და მუშებს ამუშავებს პირბადეების და ყოველგვარი დისტანციის გარეშე,გარეთ გაჭირვებული და გაძარცვული ხალხი კი მშიერია სახლში, დაგიჯერებდით ზოგიერთის “ გულწრფელ შფოთვას” დღევანდელი ზუგდიდის ინციდენტის გამო ამაზეც ერთი სიტყვა, რომ გეთქვათ სადმე აქამდე.”- წერს ჩარკვიანი.

loading...

პოპულარული

ამომრჩევლის მოსყიდვის მეორე სერია? - "ივანიშვილის გუნდი საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილ ჯარიმებს წინასაარჩევნოდ გააუქმებს"
ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა და 16 გამოჯანმრთელებული - საქართველოში COVID-19 მარცხდება
კალაძის ორმაგი სტანდარტი - "ოცნების" მსხვილ შემომწირველ კომპანიას 7 წელიწადში ბიუჯეტიდან 160 ლარი გადაუხადეს, აქედან 8 მილიონი ტენედრში გარეშე
დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს - გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნაზე საუბრობს
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა - კადრი პარლამენტიდან
29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი იხსნება
"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
დაწერე კომენტარი