ევროპას უჩვეულო ყინვებია. ყინვებმა უკვე 25 ადამიანი იმსხვერპლა, რომელთა უმრავლესობა უსახლკაროა ან იძულებით გადაადგილებული პირი.
10 ადამიანი დაიღუპა პოლონეთში,სადაც ტემპერატურა -14 გრადუსია.
7 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში, სადაც ძლიერად თოვს.
დაბალი ტემპერატურაა გერმანიის სამხრეთითაც, -26 გრადუსი ყინვის გამო საავტომობილო გზებზე მოძრაობა ლიპყინულის გამო გართულებულია.
სამი ადამიანი დაიღუპა პრაღაში, სადაც გასული ღამე ყველაზე ცივი იყო ზამთრის დაწყების დროიდან.
გადაუღებლად თოვს თურქეთში, სადაც თოვლის საფარმა 40 სმ-ს მიაღწია.