ძლიერი ქარის გამო, ვაკის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე 4 ხე წაიქცა.

წაქცეული ხე

ძლიერი ქარის გამო, ვაკის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე 4 ხე წაიქცა. შემთხვევის ადგილებზე იმყოფებიან გამგეობის წარმომადგენლები, საპატრულო პოლიცია, ასევე სამაშველო სამსახური, რომელიც ხეების ნარჩენების გადატანას ახორციელებს. წაქცეულმა ხეებმა მსუბუქად დააზიანა 2 ავტომობილი – ბაგების 2-ის და ნუცუბიძის III მ/რ-ის, I კვარტლის, მე-13 კორპუსის მიმდებარედ. ხეები ასევე წყნეთში და ჭავჭავაძის გამზირზეც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ წაიქცა.

solva.ge
loading…
გააკეთე კომენტარი!