ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

წვიმა

22-24 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

25 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, ზოგან ძლიერად, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

ქ. თბილისში 22 და 24 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, 23 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25 ოქტომბერს ხანმოკლე წვიმა და დღის მეორე ნახევრიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემერატურა +23, +25 გრადუსი იქნება.

პოპულარული

15 წლის შალვა, რომელიც გაჭირვების გამო შიმშილობდა და მისი თვითმკვლელობა, ხელისუფლება კი ხელფასებს იზრდის (ვიდეო)
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს
„4 ლარი უნდა დახარჯო დღეში გამოკვებისთვის, ეს დაახლოებულია რეალობასთან“- ზაქარია ქუცნაშვილი (ვიდეო)
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი