ძლიერი ქარი, თოვლი, ნისლი და ქარბუქი – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი.

ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი