ძველ თბილისში კიდევ რამდენიმე ისტორიული შენობა სრულად აღდგება!

თბილისის განვითარების ფონდმა 3 ისტორიულ ძეგლზე სარეაბილიტაციო პროექტის მოსამზადებლად კონკურსი გამოაცხადა.
არქიტექტურული პროექტები „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით ხორციელდება.
საპროექტო დავალება მოიცავს : წინამძღვრიშვილის ქუჩა N1-ში წინამძღვრიშვილის ქუჩა N39-სა და რომის ქუჩა N4-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადებას, რომლის მიხედვით არსებული შენობების აღდგენითი სამუშაოები დაიგეგმება.
საკონკურსო წინადადებების მიღება დაწყებულია და მთავრდება 13.03.2017, 15:00 – 17:00 საათამდე.
რომის ქუჩა N4-ში მდებარე სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 900 ლარს , წინამძღვრიშვილის ქუჩა N1 – ის 132 000 ლარს, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩა N 39-ში მდებარე სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 76 000 ლარს შეადგენს.
საკონკურსო პირობების ხილვა დეტალურად, სამივე მომსახურების შესყიდვაზე შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე :

რეკლამა

დაწერე კომენტარი