“მოკლული ქართველი ემიგრანტის 2 თვის შვილს ძაღლი დარაჯობდა…”

23 წლის ქართველი ემიგრანტი, სავარაუდოდ, ტელეფონის დამტენის შნურით არის მოკლული Read more at https://www.primetime.ge/news/1539335183-23-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-EXCLUSIVE#qXbzVDeyZGgtxtSA.99

ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს:

გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი
23 წლის სოფო წიკლაური.
იპოვეს ბინაში 2 დღის გარდაცვლილი, დარჩა 2 თვის ბავშვი, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა….
“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამიმარს უცხადებს ოჯახს.
———
სოფო სამი წლის წინ გავიცანი,ახალგაზრდა გოგონას ჭკვიან, კრიალა თვალებიდან, სევდანარევი ტკივილი მიყურებდა.მივხვდი ცხოვრების სუსხიან წლებს მარტო უმკლავდებოდა.არადა სულ 23 წლის თუ იქნებოდა.მინდოდა დავხმარებოდი,ვთხოვე მოსულიყო ჩვენს“ქართულ სახლში“ დამპირდა კიო, თითქოს წამიერად მოსწყდა წარსულის წამებს, გაიხარა, ჩვენი შეხვედრით, მაგრამ არ მოვიდა, დამეკარგა… ამ დღეებში ბავშვის სურათი გადმომიგზავნა ბოდიში მომიხადა, რომ „დავიკარგეთო.“ დღეს კი შავ ფარდად დაეშვა სიყვარული, ოცნება ,იმედი და ყველა მისი საიდუმლო.ბავშვივით გავშრი… სოფო დავკარგეთ,ალბად უკანასკნელად ცრემლი მოსწყდა განაწამებ დედას, რომელიც მის ერთი თვის შობილს ხარბად უყურებდა და შველას ითხოვდა. მისი პატარა დედას ვერასოდეს ნახავს, ტრაგიკულად დამთავრდა ამ პატარა გოგონას ყოფა ემიგრაციაში. ბედს წინასწარ ვერავინ გათვლის.ემიგრაციაში კი მსხვერპლი იზრდება.ვერაფერს ვშველით… დარეჯან ღამბაშიძე.

loading…

პოპულარული

ლევან იზორიას ქონებრივი დეკლარაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბრალდებები და თავდაცვის უწყების პასუხი
სიგარეტი ძვირდება
„ნუ შეჰყავს მთავრობას და „ქართუს“ ხალხი შეცდომაში“ - რომან გოცირიძე ე.წ. „ვალების განულებაზე“
„ქართველები ვალდებულები არიან, ოსებს უფასოდ უმკურნალონ“ - დიმიტრი მედოევი
დაწერე კომენტარი